воскресенье, 22 августа 2010 г.


           არსებობენ თუ არა ანგელოზები?                                

ვზივარ ფანჯრის რაფაზე და ვფიქრობ ერთ რამეზე.მაინტერესებს არსებობენ თუ არა ანგელოზები?გინახავთ როდესმე?ან მოგისმენიათ თუ არსებობენ ჩვენი მფარველები.მე მჯერა რომ ისინი არსებობენ,მაგრამ არა ვარ დარწმუნებული და მინდა ვინმე იმნაირი ადამიანი გამოჩნდეს და ამ კითხვაზე პასუხი გამცეს.მე ვგრძნობ,რომ ჩემთან ახლოს მარჯვენა ბეჭზე ზის ჩემი მფარველი  ანგელოზი და მიცავს,თან მარიგებს,მარიგებს იმას,რომ ჩვენ ყველა ქართველ ქრისტიანს ღმერთი უნდა გვწამდეს.ხალხნო დამიმტკიცეთ ანგელოზების არსებობა და მე ისეთი გავხვდები როგორიც არასდროს არ ვყოფილვარ.სულ ღმერთთან ვიქნები და მას არ მივატოვებ ღმერთის შვილი ვიქნები.ნეტა ღმერთი მაღლა ცაშია?თუ ჩემთან ახლოს.ნუთუ როცა მოვკვდებით ჩვენი სულები ღმერთთან წავა და რაც ცოდვები ჩაგვიდენია უნდა გამოვისყიდოთ?რა თქმა უნდა ასეა.მე გამიგონია რომ ღმერთს ორი ფრთა აქვს.ერთი ცოდვილების და ერთი ანგელოზების.აბა დაფიქრდით და მიხვდით რომელ ფრთაზე ვიქნებით ჩვენ ქართველები?ალბათ თუ ცოვას ჩავიდენთ ,ცოდვილების ფრთაზე მოვხვდებით,თუ კარგ საქმეებს გავაკეთებთ და ირგვლივ სიკეთეს დავთესავთ ანგელოზების ფრთაზე მოვხვდებით.თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი და წაიკითხავს ჩემს ჩანახატს და ამ კითხვაზე პასუხს გამცემს,თქვენ წაიკითხეთ ის მონაკვეთი როგორიც ვიქნები მე.აბა კარგად იმედი მაქვს ვინმე პასუხს მეტყვის და მე მეცოდინება,რომ ანგელოზები არსებობენ და ისინი ჩვენთან არიან.                                                                                                                                                            მამაო ჩვენო!                                                                                                                                                  რომელი ხარ ცათა შინა!

вторник, 17 августа 2010 г.

ზღვის ფიქრი


                      მე ვხედავ ზღვას 

                      აღელვებულ ზღვას

                     ის მიყურებს,

                     და მეც ვუყურებ. 

                     მის წინ ჰორიზონტი

                     გადაშლილა ლაღად.

                     მე დავფიქრდები

                     და მოვუსმენ ნაზად.

                     მესმის მისი ფიქრი

                     მისი ტალღების ალერსი.

                     დავფიქრდი და მივხვდი,

                     რომ მე ვარსებობ:

                      ზღვით ,წყალით და მზით,

                     და იცით კიდევ რით?

                      ზღვის ტალღებით და ღამით,

                     მესმის ჩურჩული,

                     ზღვის ჩურჩული,

                     ის მეუბნებნა:

                     რომ შორს წავიდე                    

                     წავიდე და ვნახო

                     როგორ ფიქრობს ზღვა......

       

ქართველი შვილები


                           დედას

დედა მიყვარს ამ სახელის წარმოთქმა, რადგან ეს სახელი ჩემს მშობელს ჰქვია.ძალიან მიყვარს ჩემი მშობელი დედა,რადგან მან გამაჩინა,ამღზარდა , მთელი ღამეები ჩემთან იყო როცა ავად ვიყავი.ახლაც სულ ჩემთანაა.მივლის და მარიგებს.მას ჯერ კიდევ 2 წლის ბავშვი ვგონივარ,მაგარმ ეს ასე არ არის.მე გავიზარდე და რაც დედამ ჩემთვის გააკეთა,ყველაფერს აუნაზღაურებ.დედა ერთადერთია ამ ქვეყანაზე,როგორც დილა და სამყარო.ყველა დედას უყვარს  თავიანთი შვილები და ჩემ დედიკოსაც ვუყვარვარ.მართალია ხანდახან მეჩხუბება ,მაგრამ ეს დარიგებაა.დარიგებაა იმისი,რომ ცხოვრება კარგად წავიყვანო.მიყვარს დედიკო,ძალიან მიყვარს არვიცი ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.ალბათ ამ ქვეყანაზე ვინც ადამიანია ყველას უყვარს თავიანთი მშობლები განსაკუთრებით კი დედა   .ამიტომ დედებს უნდა მოვუფრთხილდეთ,რადგან ისინი გვიფრთხილდებოდნენ დაბადებიდან ,ახლა კი ჩვენი დროა მოვალეობა რომ შევასრულოთ და დედებს მოვუაროთ და არ ვაწყენინოთ.ყველას გეუბნებით ვინც არ იცის მოუფრთხილდით დედებს, რადგან გამეორება აღარ იქნება.კიდევ იცოდეთ რომ დედა        არის ცხოვრების სიმბოლო.             


понедельник, 16 августа 2010 г.

დედამიწა ჩემი სახლია


                             დედამიწა  




დედამიწა მსისგან დაშორებული მესამე პლანეტაა.სხვა პლანეტებივით ისიც ბურთივით მრგვალია.დედამიწას გარს ჰაერი აკრავს.ჰაერში ღრუბლები დაცურავენ.დედამიწა ვეება ბურთია,რომელიც კოსმიურ სივრცეში ბრუნავს.იგი სულმთლად მრგვალი არ არის.რადგან ზემოდანაც და ქვემოდანაც ოდნავ შებრტყელებულია.დედამიწის ზედა ნახევარი ჩრდილოეთ ნახევარსფეროა,ქვედა კი სამხრეთ ნახევარსფერო.ხმელეთის ერთი მეხუთედი უდაბნოს უჭირავს.უდაბო დედამიწაზე ყველაზე ცხელი და მშრალი ადგილია.დედამიწის ზედაპირის ერთი მეოთხედია ხმელეთი.ხმელეთის შვიდ დიდ ნაწილს კონტინენტები ჰქვია.ხმელეთის უმეტესი ნაწილი,ჩრდილოეთ ნახევარ სფეროშია,დედამიწის თითქმის სამი მეოთხედი წყლით არის დაფარული.დედამიწაზე არის ოთხი ოკეანე:1)ატლანტის ოკეანე

                                                                                                            2)ინდოეთის ოკეანე

                                                                                                             3)წყნარი ოკეანე

                                                                                                              4)ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე

ისინი ერთმანეთს ისე უერთდება შეძლება დედამიწას ცურვით ისე შემოუაროთ რომ ხმელეთი ვერც კი დავინახოთ.დედამიწის ზედაპირის მეათებზე ყინული არასდროს დნება.პოლუსები ყველაზე ცივი ადგილებია დედამიწაზე.აქ ცხოველები და მცენარეები არ ცოცხლობენ.ყველაზე მაღალი მწვერვალია ევერესტი,რომლის სიმაღლე 8848 მ.ყველაზე მაღალი ტემპერატურა რომელიც ოდესმე გაუზომიათ 57,7+ იყო საჰარის უდაბნოში.ეს კი საკმარისია,რომ კვერცხი შეიწვას.ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი იყო მინუს 88,3 ანტაქტიდაში.      

                                             უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას რადგან ის ცჰვენი სახლია!