воскресенье, 4 июля 2010 г.

აკაკი წერეთელი

                           ,,  აკაკი წერეთელი ''

      აკაი წერეთელი დაიბადა1840 წლის 9 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში. აკაკის ძლიერ უყვარდა თავისი სოფელი სხვიტორი,მოსწონდა მისი წარმტაცი ბუნება.განსაკუთრებით ხიბლავდა მდინარე ჩიხურა,რომლის შესახებ წერდა,,წყლებში ყოველგვარ  მდინარეს ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთ მათგანს–ჩიხურას ვაძლევ. ეს იყო საკუთარი ჩემი ემბაზი და პირველი სარკე''. აკაის მამა თავადი როსტომ წერეთელი  იმერეთში ცნობილი მებატონე ყოფილა,თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული და მწიგნობარი,მჭერმეტყველი , მოსწრებული სიტყვა პასუხის კაცი, ხანდახან ენამწარეც.პოეტის დედა ეკატერინე აბაშიძე შვილიშვილი იყო  იმერეთის მეფე სოლომონ პირველის  ასულის_ დარეჯანისა.აკაი წერეთელი თავისი მშობლების დახასიათებას თვითვე იძლევა ,,ჩემს თავგადასავალში''. აკაის დედა მეტად მხნე,გამრჯე,შრომისმოყვარე ადამიანი ყოფილა.მთელ ოჯახს თურმე ის განაგებდა.მამა საოჯახო საქმეებისათვის არ იწუხებდა თავს.მეურნეობის მართვა–გამგეობაში თითქმის სრულებით არ მონაწილეობდა..აკაკის სწავლა –განათლებას ოჯახში დედა და მისი უფროსი და ხელმძღვანელობდნენ.

                                    

Комментариев нет:

Отправить комментарий