
სპილო დედამიწაზე ,ხმელეთის ყველაზე დიდი,მსუქანი და მძიმე ცხოველია სპილო .იგი აფრიკისა და აიზიის ტყეებში ბინადრობს.თავისი ღონიერი ტანით სპილო აქეთ–იქით გადასწევს ხოლმე ხეებს და ისე მიიკლევს გზას უღრან ტყეში.ხის კორძებისა და ეკლებისაგან სპილოს საიმედოდ იცავს სქელი კანი.სპილოს მოკლე კისერი აქვს.საკვების მოპოვებაში მას ხორთუმი შველის .წყალსაც ხორთუმის საშვალებით სვამს–შეიწოვს და შემდეგ პირში ისხამს.სპილო ბალახს,ფოთოლსა და ნორჩ ბამბუკს ჭამს,თუმცა ყველაფერს მაინც ხის ტოტები ურჩევნია.მას ხორთუმით შეუძლია ხის ფესვებიანად მოგლეჯა,მაგრამ როცა ამას ხორთუმით ვერ ახერხებს,ხეს შუბლით მიაწვება და წააქცევს,ანდა ეშვებით მოტეხს.შმდეგ წაქცეულ ხეს მიადგება და ტოტებს მიირთმევს.სპილოს ერთი ყური თურმე 85 კილოგრამს იწონის.აფრიკული ზრდასრული სპილოს წონამ შეიძლება 7,5 ტონას გადააჭარბოს.ის ხმელეთზე მობინადრე ყველაზე დიდი ცხოველია.ახალშობილი სპლიყვი თურმე 100 კილოგრამს იწონის.წარმოგიდგენიათ,1 წლისა რამხელა იქნება?ინდური სპილოები 5 ტონამდე იზრდებიან.სხვათა შორის,სპილოს ორსულობა 22 თვე გრძელდება.ამბობენ,სპილოები სქელკანიანები არიანო,სინამდვილეში ,ეს გიგანტური ცხოველები ძალიან მგრძნობიარე არიან,კანი თუ ამის საშვალება მოგეცათ შეგიძლიათ ფრჩხილითაც კი გაუკაწროთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий