пятница, 14 января 2011 г.
შენ ჩემი სიცოცხლე ხარ ! |
შენ ჩემი სიცოცხლე ხარ -გიყვარს? -ვინ? -კაი ნუ გამოიშტერე თავი. ვინ და ბექა. -გადაირიე? რა მიყვარს? მაგას რა შემაყვარებს? -ხო მოგწონს მაინც? -არა. -კაი რა, ელენე, მაგას მაინც ვერ დავიჯერებ. სახეზე გაწერია, რომ გიყვარს. -მართლა არ მიყვარს, მარი. ჩემი არ გჯერა? Fფიზიკურად ძალიან კაია, მაგრამ ცანცარაა. -ე.ი მოგწონს ხო? -მარტო გარეგნულად. ხო იცი, რომ ვერ ვიტან, სულ ვჩხუბობთ. Eეგ რამ გაფიქრებინა, რომ მიყვარს? -რაც გინდა ის თქვი, სულერთია, მე ვიცი, რომ გიყვარს. ელენემ მართლა არ იცოდა, რომ ბექა უყვარდა. ისინი კვირაში სულ რამდენჯერმე ნახულობდნენ ერთმანეთს და იმ დროსაც ჩხუბში ატარებდნენ. ერთმანეთს დასცინოდნენ, აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ. რომ ეკითხა ვინმეს რა აჩხუბებდათ ეტყოდნენ, რომ ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მიზეზი კი იმდენი ქონდათ მოსმენით დაიღლებოდა ადამიანი. -ლამაზია მაგრამ ქაჯია. -ქაჯი არაა, უბრალოდ არ უყვარს დათმობა. Mმგონი უყვარხარ. -ვის? Eელენეს? Kრა ვუყვარვარ ბიჭო ვეზიზღები ვერ ხედავ? -შენ ეგრე გგონია. Bბევრმა ჩხუბმა ბევრი სიყვარული იცის. Bბექა იმ საღამოს დიდხანს ფიქრობდა ნიკას ნათქვამზე. მართლა აინტერესებდა რატო ჩხუბობდნენ ყოველთვის ის და ელენე. დაღლილი იყო ამ გოგოსთან ჩხუბით. მისი სილამაზე ისე უფერულდებოდა ბექას თვალში ამდენი ჩხუბით, რომ ვეღარ აღიქვამდა როგორც ლამაზ და ნაზ გოგონას. ის შეჩვეული იყო გოგოებისგან ყურადღებას. Eელენე კი სულა სხვა შემთხვევა იყო. Gგარდა ამისა, ბექა საკუთარ თავზე შეყვარებულ ბიჭების რიცხვს მიეკუთვნებოდა. სიამოვნებდა, როცა გოგოები უკან დასდევდნენ. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარე გამოიტანა დასკვნა, რომ ელენეს ის მართლა უყვარდა. Mმერე სიამაყის გრძნობაც დაეუფლა. Aდამიანს, რომელსაც ყველაფერში მეტოქედ ღიქვამდა და ეჯიბრებოდა, იგი უყვარდა. Aბექას ეგონა ელენეს სუსტი წერტილი იპოვა მაგრამ არ იცოდა, რომ მასაც უყვარდა იგი. იმ საღამოს კიდევ ბევრი იფიქრა ამაზე და ბოლოს ფიქრში ჩაეძინა. Gგავიდა რამოდენიმე დღე. Bბექა, ელენე, ნიკა და მარიამი ერთად მიდიოდნენ სახლში. როგორც ყოველთვის ბექა და ელენე რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ და კამათობდნენ. -აუ, თქვენ მაგრად დამღალეთ რა, სულ ჩხუბობთ რა არის?-ჩაერია მარიამი. -მე ვიცი რატომაც ჩხუბობენ. -თქვა ნიკუშამ და გაიღიმა. Eელენემ შეხედა ნიკუშას გაკვრვებულმა. -მაინც რა გვაჩხუბებს არ მეტყვი? -მე გეტყვი.-უთხრა ბექამ. -ოჰ, რა იყო, მორიგი ბრძნული აზრი მოგადგა მაგ ცარიელ თავში?-და სიცილი დაიწო ელენემ. -არა ბრძნული რატო. ფაქტს გეუბნები. შენ გიყვარვარ და მაგიტომ არის, რომ სულ მეჩხუბები. Eახლა არ მითხრა ეგრე არ არისო, სიცილით მოვკვდები. Eელენეს სახეზე რაღაც უცნაური გრძნობა გამოეხატა. ისეთი, ადამიანს კაცი რომ არ მოუკლავს და ცილს სწამებენ მოკალიო. ჯერ მაგრად გადაიხარხარა. მერე კი გადაირია. -მიყვარხარ? ღადაობ? შენს თავს რა შემაყვარებს? Dდედამიწაზე მამრობითი სქესის წარმომადგენელი ერთი ადამიანიც, რომ არ დარჩეს, შენ მაინც არ შემიყვარდები. Eეტყობა მაღალი სიცხე გაქვს Dდღეს განსაკუთებით, ისე სიცხე შენ სულ გაქვს, მაგრამ დღეს მოიმატა, ალბათ. Mმაგაზე სასაცილო ჯერ არაფერი მომისმენია. ინდურ ფილმბს ხშირად უყურებ ხოლმე და გამოშტერდი. -რამდენიც გინდა იმდენი მლანძღე, მე ვიცი, რომ გიყვარვარ. ძალიან კი გინდა, რომ მეც მიყვარდე მაგრამ შენნაირ ქაჯს რა შემაყვარებს. Eელენემ და ბექამ იმ საღამოს კიდევ ბევრი ლანძღეს ერთმანეთი და ბოლოს დაშორდნენ კიდეც. სახლში მისული ელენე გაბრაზებული იყო საშინლად. შეურაცხყოფილად თვლიდა თავს. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ბექა ყვარებოდა. Yყველაფერს იფიქრებდა და მაგას არა. სწორედ იმ დღიდან დაიწყო ბექაზე ფიქრი. თავისთავს აკვირდებოდა. იქნება და ბექამ სიმართლე თქვა. მართლა ხომ არ მიყვარსო. Mმაგრამ ამის მისახვედრად დიდი დრო დასჭირდა. ზუსტად ნახევარი წელიწადი. ზაფხულის არდადეგებმა გაიარა. როცა ყველანი დაბრუნდნენ თბილისში ერთმანეთის ნახვა გადაწყვიტეს. Eელენემ ბექა რომ დაინახა გული სიხარულით აევსო. იმ დღეს არ უჩხუბიათ. რაღაც ყველა ერმანეთის მონატრებული იყო და კამათის სურვილი არავის ქონდა. ელენე ამ დღის მერე მიხვდა, რომ ბექა უყვრადა. ის მას სიცოცხლეს ერჩივნა, მაგრამ ძალიან იტანჯებოდა. Bბექა იმდენად ლამაზი და ამაყი ბიჭი იყო, ეგონა, რომ არასოდეს შეიყვარებდა. Gგარდა ამისა, რაც მათ ერთმანეთი ყავდათ ნალაძღი, ერთად ყოფნა აუხდენელ ოცნებად მიაჩნდა. Bბექასაც უყვარდა ელენე, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ აღიარებდა. თავის თავსაც კი არ უტყდებოდა ამაში. Bიგი შიგადაშიგ სარკაზმით წარმოთქვამდა ხოლმე ელენეს მისამართით ფრაზებს, და თან სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა. ელენე მიუხედავად იმისა, რომ ბექა უყვარდა, ცდილობდა ეს არ შეემჩნია და ტრადიციას არ ღალატობდა, Mმას ეგონა ბექა არასოდეს შეაიყვარებდა და თავადაც არანაკლებ ამაყი გოგო, ბექას რეპლიკებს მშვენივრად იგერიებდა. Mმარიამის დაბადების დღე იყო. ყველანი შეიკრიბნენ მარისთან სახლში. ელენე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. Yყველა კომპლიმენტს ეუბნებოდა. Gგოგონამ იცოდა, რომ მართლაც ლამაზი იყო და თავი ამაყად ეჭირა. Bბექა მოგვიანებით მოვიდა და თან ერთი გოგო მოიყვანა. Mმეგობრებს როგორც თავისი შეყვარებული ისე გააცნო. Aმის გაგონებაზეEელენე, რომელიც მზესავით ანათებდა იმ საღამოს, ერთ წამში ჩაქრა. -ელენე დღეს ძალიან ლამაზი ხარ.-უთხრა ბექამ. თან გაიფიქრა მართლაც რა ძალიან ლამაზია დღეს. -ლამაზი? ალბათ, საკმარისად ლამაზი არა.- თქვა ელენემ და აცრემლებული თვალებით შეხედა. ბექას ელენეს თვალზე ცრემლი არასოდეს ენახა. Gგაოცებული უყურებდა. -ტირიხარ? -არა, მე რა ამატირებს. ქაჯები არასოდეს ტირიან. ისინი ვერც სხვებს გაეჯიბრებიან სილამაზეში. -რა იყო ეჭვიანობის სცენას ხომ არ აწყობ?-გაეცინა ბექას. -ჩემი შეყვარებულის შეგშურდა? Mმისნაირი ვერ გახები მაინც. შეიძლება ლამაზი ხარ დღეს მაგრამ ის ულამაზესია. ელენე გაშეშდა. ბექას სიტყვებმა მიწასთან გაასწორა. -რა იყო? სიმართლე მწარეა? ადამიანმა რომ გკითხოს არ გიყვარვარ, ასე რამ გაგაბრაზა?- ბექას არ უნდოდა ასეთი საშინელებების თქმა, მაგრამ თავს ვეღარ იკავებდა. ელენეს დამცირების საშუალება მიეცა და აღარ ინდობდა. კიდევ ბევრი საზიზღრობა უთხრა ელენეს. Gგოგონა იდგა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. უსმენდა ბექას და ფიქრობდა, რაღა მაინცდამაინც ის შეუყვარდა. Bბექამ ლაპარაკი, რომ დაამთავრა ელენეს თვალებში ჩახედა და შერცხვა. Mმას არ ქონდა ელენეზე გამარჯვებით დატკბობის სურვილი. Mმის წინ იდგა ძალიან ნაზი და სათუთი არსება, რომელიც მთლიანად გაანადგურა. Uუნდოდა ხელი მოეხვია და გულში ჩაეკრა, მაგრამ ეს არ გააკეთა. Eელენემ შეხედა ბექას და უთხრა: "მეცოდები”, ეს იყო ერთადერთი სიტყვა, რაც მან თქვა და წავიდა. Eელენე რომ წავიდა ბექა გვიან მოვიდა გონს. სინდისი ქენჯნიდა. იფიქრა უკან გაკიდებოდა და ეთქვა, რომ სიცოცხლეს ერჩივნა, მაგრამ ვერ იპოვა. Eელენე უკვე წასული იყო. მარისთან აღარ მიბრუნდა. ქვაზე ჩამოჯდა და ფიქრობდა თავს საქციელზე. Gგული ტკიოდა ელენეს ასე რომ მოექცა. Mმაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. Gგადაწყვიტა დაერეკა მისთვის, მაგრამ ტელეფონი გათიშული ქონდა. Eელენე მეორე დღეს ქალაქიდან წავიდა. ერთ კვირაში კი ქვეყანაც დატოვა. კიევში წავიდა ძმასთან. Bბექა ელოდა მის დაბრუნებას, მაგრამ ელენე აღარ დაბრუნდა. როცა რეკავდა გოგონა არ პასუხობდა. მერე ერთადერთი ფრაზა მიწერა: "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ”. ბექა დიდხანს ელოდა ელენეს დაბრუნებას, მაგრამ ტყუილად. ელენე ძალიან კარგად ხატავდა, მას კიევში სწავლის გაგრძელება შესთავაზეს და ისიც დარჩა. ბექა მთელი სიცოცხლე ნანობდა თავის საქციელს. ელენე ენატრებოდა, მაგრამ ბოლოს რეალობას შეეგუა. გავიდა დრო და ცოლი მოიყვანა. ლეენე კი ხატავდა. ბექა ახსოვდა ყოველდღე, ყოველ წამს, მაგრამ ის დაბრუნებას არ აპირებდა. დამცირების პატიება არ შეეძლო. -წარმოგიდგენთ ნამუშევარს სახელწოდებით "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ”- გაისმა ეს სიტყვები და დარბაზში პორტრეტი შემოიტანეს. მოხუცის თველებიდან ცხელი ცრემლები ჩამოგორდა. მისი სახე ცრემლებმა დაღარეს. პორტრეტიდან 20 წლის ბექას მხიარული სახე იმზირებოდა. ის იღიმოდა უდარდელად, მხატვარს არაჩვეულებრივი სიზუსტით აღებეჭდა მისი სახე. მოხუცი უყურებდა ამ ნამუშევარს და ის საღამო გაახსენდა, მარისთან სახლში. მას მერე 50 წელი გავიდა. ნახატი კი ახალი შესრულებული გახლდათ. "მაპატიე გთხოვ, გთხოვ მაპატიე”. Aამ სიტყვებს ჩურჩულებდა მოხუცი და ჩუმად იწმენდდა ცრემლებს. ესEელენეს ბოლო ნამუშევარი გახლდათ, მან იგი ისეთი დახატა, როგორიც ახსოვდა და უყვარდა. ელენე აღარ იყო. მას არაფერი დარჩა ამ ქვეყნად, გარდა პორტრეტისა "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ”. |
четверг, 13 января 2011 г.
ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192.500 ათასი (2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში, ქალაქში მდებარეობს 35 ბაგა–ბაღი, 46 საჯარო და 20 კერძო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი «ქუთაისი», თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი—ქუთაისის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ,,ლამპარი” , ქ. ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი ,,კოლხა” , ქ. ქუთაისის საერო ინსტიტუტი «გელათი», ქ. ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი , ქუთაისის კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი , ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბორის ონიანის სახელობის ჰუმანიტარული და სამართლის საერო ინსტიტუტი , საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სახელობის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და რამოდენიმე პროფსასწავლებელი.
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველიკოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:
შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.),სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათი
შუა საუკუნეები [რედაქტირება]
978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი, ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. მეფე ბაგრატმა "აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენიდა კათალიკოსნ, მღვდელმთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი" (ქართლის ცხოვრება).
1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარიდა უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია, რომელიც "მეორე იერუსალიმად" და "სხუად ათინად" იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.
1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც "საყდარსა დავითიანსა" უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას.
ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (1489-1810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია. ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურისთვის ქუთაისი უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქია (ჯოსაფატ ბარბარო, XV ს.).
1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ იმერეთის სამეფო ოსმალეთის ვასალი გახდა. 1510 წელს ქუთაისს "თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი" (ქართლის ცხოვრება). 1669 წელს ოსმალებმა უკვე მთელი საუკუნით დაიკავეს ქუთაისის ციხე. 1691 წელს ბაგრატის ტაძარი დაანგრიეს. XVIII საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ოდიშის მთავარ ლევან დადიანსაც არაერთხელ დაურბევია და გადაუწვავს, რაზეც მოწმობს წარწერა ილორის წმ. გიორგის ტაძარზე.
ქუთაისი ამ პერიოდში სუსტი იყო, თუმცა ვაჭრობა მაინც ხერხდებოდა. კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) ცნობით:
«მთებიდან ჩამოდიან სვანები, რომელთაც ჩამოაქვთ თავისი შინაური ნაწარმი... და ჩამორეკენ ხოლმე თხებს და ცხვრებს. ქართლიდან მოდიან ქართველები და ირანელები, რომელთაც მოაქვთ ირანული შალები და ინდოეთის ფერადი ქსოვილები, ტყავები, დამარილებული თევზი კასპიის ზღვიდან, ხიზილალა და სანელებლები. თურქები სამცხის მხრიდან მოდიან და ბლომად მოაქვთ თავისი სავაჭრო. მაგალითად:
|
მიუხედავად დაკნინებისა, იმერეთის სატახტო ქალაქი თავის ოდინდელ აღნაგობას მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებდა. ქალაქის მთავარი ნაწილი კვლავაც ძველი ცენტრი იყო: შიდაციხე და გალავნიანი შიდაქალაქი, სადაც ბაგრატის ტაძარი იყო აღმართული. ქალაქის ამ ნაწილს "დიდ ქუთაისს" ან "ზედაქალაქს" უწოდებდნენ. XVIII ს.-ში ჯერ კიდევ არსებობდა მთის ფერდზე შეფენილი გამაგრებული ქვედაქალაქი, რომელიც რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა და "ჴიდის კარით" იყო დაცული. გალავანს მიღმა დიდ ქუთაისს გარეთუბანი ემიჯნებოდა.
ზედაქალაქის მნიშვნელობის მიუხედავად, ქუთაისი რიონის მარცხენა ნაპირზე, დაბლობზე ვითარდებოდა. უკვე XV საუკუნეში იმერთა მეფეებს აქ გადმოუტანიათ სასახლე და ქალაქის ახალი უბნებიც მის სიახლოვეს გაშენდა. XVII საუკუნეში აქ უკვე რამდენიმე პალატი, სალხინო "ოქროს ჩარდახი", კარის ეკლესია და დიდი ჭადარი იდგა. ამ არემარეს "მცირე ქუთათისს" ეძახდნენ. გალავანს მიღმა მეფის ბაღები და დიდი მოედანი იყო გაშლილი. ამ მოედანზე იმართებოდა მეფის საჯარო შეხვედრები, ეწყობოდა ასპარეზობები - ყაბახი, ჯირითი, ხელშუბის ტყორცნა და თოფის სროლა. მოედნის გაყოლებაზე მდებარეობდა "ახალი ქალაქი", გარეთუბანი, სადაც სავაჭრო რიგები და ვაჭარ-ხელოსანთა სახლები იყო ჩამწკრივებული.
ს ეპარქიისკათედრა და რეზიდენცია.ქალაქი ქუთაისი
|
დაარსება [რედაქტირება]
ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება.
ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.
'...საქართველოს შვილები ვართ''
ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრთხილად, ბავშვებია!"-ს საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ ქალბატონმა რიტა დოლიძემ (პრეზიდენტი) გვაცნობა - "ფრთხილად, ბავშვებია!" აგვისტოს ომის გამოძახილია, ანუ ორგანიზაციის პრიორიტეტი ომისგან დაზარალებული მოზარდების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე ზრუნვაა. ჩვენ უკვე გაგაცანით ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი პროექტი "ბავშვობა საზღვრებს გარეშე", რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა შვილებისა და დევნილი ბავშვების (12-18 წელი) ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე ზრუნვას. პროექტი უკვე ერთი წელია ხორციელდება და ვგონებ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, ის ღონისძიება, რომელიც ბაკურიანში ჩაატარეს "ფრთხილად, ბავშვებია!"-ს მესვეურებმა. მაშ ასე, წავიკითხოთ, რას გვწერს ქალბატონი რიტა დოლიძე ამ ღონისძიების შესახებ:
"ამა წლის მარტის თვეში, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაკურიანში სამდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩაატარა, სახელწოდებით: "ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ". სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული მეომრების შვილებმა (12-18 წელი) და ბაკურიანის სკოლის მოსწავლეებმა (იგივე ასაკობრივი კატეგორია). ბაკურიანში ჩატარებული ტრენინგ-სემინარი გახლავთ პირველი ეტაპი პროექტისა "დემოკრატიის ბავშვთა უნივერსიტეტი" და წარმოადგენს ტოლერანტობის სახელოსნოს კარის გასაღებს, დარღვეული ეთნიკური პოლიფონიის მოზარდებში დისბალანსის აღდგენის მცდელობას.
ტრენინგში მონაწილე მოზარდებმა სხვადასხვა სავარჯიშოს, დისკუსიისა და აქტიობის გამოყენებით, ერთი დღე ზამთრის ეკოლოგიურ ზღაპარში გაატარეს, რაც მათთვის ჩვენი დედაბუნებისადმი სიყვარულის ჩანერგვის მცდელობა იყო, ბავშვებმა ქართული კლასიკური ლიტერატურიდან ამონარიდები თავისებურად "დაამუშავეს" და ამგვარი სახალისო ფორმით შეიცნეს, რომ მშობლიური ენა მათგან მეტად საპასუხისმგებლო მოპყრობას ითხოვს. გარდა ამისა, გაიმართა საუბარი ინტერნეტის შესაძლებლობებისა და მოზარდის მიერ მისი სწორი გამოყენების შესახებ. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მოზარდების მიერ მოწყობილი ნამდვილი სასამართლო - მოსამართლის, პროკურორის, დამცველისა და დაზარალებული ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით. თამბაქოს წევის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის წინააღმდეგ გალაშქრება - ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბება.
ტრენინგის თემათა შორის არ არსებობდა რიგითი უპირატესობა. მოგახსენებთ, რომ ყველა საკითხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთი რგოლის ამოვარდნაც კი ყოველივეს რღვევას გამოიწვევდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრთხილად, ბავშვებია!" მომავალი თაობის სწორი განვითარებისთვის, თავს ვალდებულად თვლის, განიხილოს ეს საკითხები ბავშვებთან ერთად და მიღებული შედეგების საფუძველზე, გარკვეული დასკვნები გამოიტანოს ჩატარებული სამუშაოს აქტუალობასა და მის მართებულობასთან დაკავშირებით.
15 მარტს ბაკურიანის საჯარო სკოლაში ტრენინგ-სემინარის დახურვა და მონაწილეებისათვის სერტიფიკატების საზეიმო გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
ტრენინგ-სემინარის ყველა მონაწილემ პატივი მიაგო ზამთრის ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას... ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი."
ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ორგანიზაციის მესვეურთ, ვუსურვებთ მრავალი, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიების ჩატარებას საქართველოს მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.