ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192.500 ათასი (2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში, ქალაქში მდებარეობს 35 ბაგა–ბაღი, 46 საჯარო და 20 კერძო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი «ქუთაისი», თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი—ქუთაისის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ,,ლამპარი” , ქ. ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი ,,კოლხა” , ქ. ქუთაისის საერო ინსტიტუტი «გელათი», ქ. ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი , ქუთაისის კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი , ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბორის ონიანის სახელობის ჰუმანიტარული და სამართლის საერო ინსტიტუტი , საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სახელობის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და რამოდენიმე პროფსასწავლებელი.
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველიკოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:
შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.),სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათი
შუა საუკუნეები [რედაქტირება]
978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი, ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. მეფე ბაგრატმა "აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენიდა კათალიკოსნ, მღვდელმთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი" (ქართლის ცხოვრება).
1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარიდა უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია, რომელიც "მეორე იერუსალიმად" და "სხუად ათინად" იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.
1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც "საყდარსა დავითიანსა" უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას.
ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (1489-1810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია. ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურისთვის ქუთაისი უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქია (ჯოსაფატ ბარბარო, XV ს.).
1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ იმერეთის სამეფო ოსმალეთის ვასალი გახდა. 1510 წელს ქუთაისს "თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი" (ქართლის ცხოვრება). 1669 წელს ოსმალებმა უკვე მთელი საუკუნით დაიკავეს ქუთაისის ციხე. 1691 წელს ბაგრატის ტაძარი დაანგრიეს. XVIII საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ოდიშის მთავარ ლევან დადიანსაც არაერთხელ დაურბევია და გადაუწვავს, რაზეც მოწმობს წარწერა ილორის წმ. გიორგის ტაძარზე.
ქუთაისი ამ პერიოდში სუსტი იყო, თუმცა ვაჭრობა მაინც ხერხდებოდა. კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) ცნობით:
«მთებიდან ჩამოდიან სვანები, რომელთაც ჩამოაქვთ თავისი შინაური ნაწარმი... და ჩამორეკენ ხოლმე თხებს და ცხვრებს. ქართლიდან მოდიან ქართველები და ირანელები, რომელთაც მოაქვთ ირანული შალები და ინდოეთის ფერადი ქსოვილები, ტყავები, დამარილებული თევზი კასპიის ზღვიდან, ხიზილალა და სანელებლები. თურქები სამცხის მხრიდან მოდიან და ბლომად მოაქვთ თავისი სავაჭრო. მაგალითად:
|
მიუხედავად დაკნინებისა, იმერეთის სატახტო ქალაქი თავის ოდინდელ აღნაგობას მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებდა. ქალაქის მთავარი ნაწილი კვლავაც ძველი ცენტრი იყო: შიდაციხე და გალავნიანი შიდაქალაქი, სადაც ბაგრატის ტაძარი იყო აღმართული. ქალაქის ამ ნაწილს "დიდ ქუთაისს" ან "ზედაქალაქს" უწოდებდნენ. XVIII ს.-ში ჯერ კიდევ არსებობდა მთის ფერდზე შეფენილი გამაგრებული ქვედაქალაქი, რომელიც რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა და "ჴიდის კარით" იყო დაცული. გალავანს მიღმა დიდ ქუთაისს გარეთუბანი ემიჯნებოდა.
ზედაქალაქის მნიშვნელობის მიუხედავად, ქუთაისი რიონის მარცხენა ნაპირზე, დაბლობზე ვითარდებოდა. უკვე XV საუკუნეში იმერთა მეფეებს აქ გადმოუტანიათ სასახლე და ქალაქის ახალი უბნებიც მის სიახლოვეს გაშენდა. XVII საუკუნეში აქ უკვე რამდენიმე პალატი, სალხინო "ოქროს ჩარდახი", კარის ეკლესია და დიდი ჭადარი იდგა. ამ არემარეს "მცირე ქუთათისს" ეძახდნენ. გალავანს მიღმა მეფის ბაღები და დიდი მოედანი იყო გაშლილი. ამ მოედანზე იმართებოდა მეფის საჯარო შეხვედრები, ეწყობოდა ასპარეზობები - ყაბახი, ჯირითი, ხელშუბის ტყორცნა და თოფის სროლა. მოედნის გაყოლებაზე მდებარეობდა "ახალი ქალაქი", გარეთუბანი, სადაც სავაჭრო რიგები და ვაჭარ-ხელოსანთა სახლები იყო ჩამწკრივებული.
ს ეპარქიისკათედრა და რეზიდენცია.ქალაქი ქუთაისი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий